21.11.2024

შარლ მიშელი-კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება.ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა „ტვიტერზე“ დაწერა.

„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი.  დროა, ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, გაკეთდეს აუცილებელი კომპრომისები. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“,- წერს მიშელი სოციალურ ქსელში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. მას ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისგან საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაცია დაევალა.

დანიელსონმა 12-14 მარტს შეხვედრები გამართა, როგორც მმართველი გუნდის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. ამის შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა  ვიზიტი გაახანგრძლივა. გაიმართა ერთობლივი შეხვედრები ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობითაც, თუმცა უშედეგოდ.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა. ქვეყნიდან წასვლამდე დანიელსონმა განაცხადა რომ დაბრუნდება ბრიუსელში და ყველაფრის შესახებ შარლ მიშელს მოახსენებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img