შემაძრწუნებელია რუსეთის მიერ ავიაიერიშის განხორციელება ერთ-ერთ ძირითად რკინიგზის სადგურზე. ქმედება აუცილებელია! – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა.
შარლ მიშელის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები და უკრაინის დასახმარებლად მეტი იარაღი უკვე გზაშია.
„შემაძრწუნებელია რუსეთის მიერ ავიაიერიშის განხორციელება ერთ-ერთ ძირითად რკინიგზის სადგურზე, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის გამოიყენებოდა იმ რეგიონში, სადაც რუსეთი თავდასხმებს აძლიერებს.
ქმედება აუცილებელია: მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და მეტი იარაღი უკრაინისთვის გზაშია ევროკავშირის მხრიდან. ევროკავშირის სანქციების მეხუთე პაკეტი ახლახანს დამტკიცდა”, – განაცხადა შარლ მიშელმა.