შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემაც მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ვაშაძე ევროკავშირის წარემომადგენლობის ოფისში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა.
შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.