ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის კომუნიკაციებისა და მედიის საკითხებში სტრატეგიული მრჩეველი, იურეკ კუჩკიევიჩი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს, რომ ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შესახებ შარლ მიშელი ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს.
“საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე: ევროპული საბჭოს პრეზიდენტი თავის გუნდთან ერთად ფართო კონსულტაციებშია ჩართული მხარეებთან და აქტორებთან. პრეზიდენტი მიშელი სიტუაციის შესახებ ამ ეტაპზე კომენტარს არ გააკეთებს”. – წერს კუჩკიევიჩი.