22.11.2024

შოთა ბურჯანაძე – პარადოქსულია ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული

„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე “მწვანე ბარათის” პირობებს აკრიტიკებს და პარადოქსულს უწოდებს. როგორც ბურჯანაძემ მედიაცენტ “მთავარში” განაცხადა, „პარადოქსულია ის, რომ ობიექტზე მიმსვლელი ადამიანი ვალდებულია დაიცვას „მწვანე ბარათის“ პირობები, ხოლო დამხვედრი არ არის ვალდებული აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს.” მისი თქმით, სავარაუდოდ, ეს ვითარება შეიცვლება და გარკვეული კორექტირება მოხდება, რადგან სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელი იქნება ამ ვითარებაში მუშაობა.

ბურჯანაძის განმარტებით, 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე ბარათის“ სტატუსის მქონე ადამიანები მთელ რიგ ობიექტებში დაიშვებიან, თუმცა ეს გარემოება გამოიწვევს სხვადასხვა პრობლემებს.

„ამ ეტაპზე, 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე ბარათების“ ვალდებულება იქმნება გარკვეულ სფეროებში და ამ სფეროებს წარმოადგენს: კაფე-ბარი, რესტორანი, ფიტნეს დარბაზები, ასევე მოლებში არსებული კაფე-ბარები და ფიტნეს დარბაზები, კაზინოები და აზარტული თამაშების სფერო. აქ შემსვლელი ადამიანი ვალდებულია, ემორჩილებოდეს „მწვანე ბარათის“ მფლობელობას, რაც გულისხმობს ან იყო 72 საათის განმავლობაში PCR ტესტის მფლობელი, ან სწრაფი ტესტის, ან გქონდეს გადატანილი კორონავირუსი ან იყო ორჯერ აცრილი. ეს არის ამ შემთხვევაში „მწვანე ბარათის“ მატარებელი ადამიანი, რომელიც დაიშვება ობიექტზე. პარადოქსული არის ის თემა, რომ მიმსვლელი ადამიანი არის ვალდებული აკმაყოფილებდეს ამ კრიტერიუმებს, რაზეც ვისაუბრე და ამ შემთხვევაში დამხვედრი არ არის ვალდებული, ამ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. ეს არის სრული პარადოქსი, წარმოუდგენელი ამბავი. ჩვენ ამ რეალობაში ბევრი პარადოქსული მომენტი გვაქვს. მე ვფიქრობ, რომ ეს ვითარება აუცილებლად შეიძლება და კორექტირება მოხდება. ეს არის წარმოუდგენელი, რომ ეს ვითარება ასე დარჩეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მანვე დასძინა, რომ საჭიროა „მწვანე ზონების“ შექმნა, რაც განაპირობებს იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას, როგორც ობიექტზე მიმსვლელთათვის, ასევე პერსონალისთვისაც და ასევე მოხსნის იმ შეზღუდვებს, როგორიც არის მაგალითად რესტორნებისთვის წვეულებების ჩატარების აკრძალვა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img