შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდის შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი გარდაცვლილია.
მინისტრის განცხადებით, დაიღუპა ასევე უცხოელი ტურისტი, რომელიც პარაპლანით ფრინავდა. ამასთან, დაშავებულია პარაპლანით მფრინავი ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარებას კლინიკაში გადაჰყავს.
„სამწუხაროდ, 8 ადამიანია გარდაცვლილი. ერთი ადამიანია დაშავებული, რომელიც პარაპლანით ფრინავდა და მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტიც გარდაცვლილია.
დაშავებული ქართველი ამოიყვანეს ვინც იყო, ის კლინიკაში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს გადაყავს,“ – განაცხადა გომელაურმა.