შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 1975 წელს დაბადებული დ.კ. არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა ცოლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით – იგი მათ მოწყალების თხოვნისა და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას გულისხმობს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.