შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისში, ლაგუნა ვერესთან მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, 5 პირია დააკავებული.
” ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ერთ-ერთ ორგანიზაციაში დაახლოებით 20-მდე პირს შორის წარმოიშვა სიტყვიერი კამათი. მოგვიანებით კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რასაც ორივე მხრიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა მოჰყვა. მოკლეს 2 და დაჭრეს 4 პირი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 108 -ე მუხლით, სსკ-ის 117-ე მუხლის 7-ე ნაწილის “ა” პუნქტით და სსკ-ის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას, განზრახ მკვლელობას, დანაშაულის შეუტყობინებლობას და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისათვის, თბილისში ლაგუნა ვერესთან 2 ადამიანი 2 აპრილს მოკლეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ვერაზე მოკლული 2 ადამიანიდან ერთ-ერთი ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას ძმა, კონსტანტინე ქობულიაა.