ფიფას და უეფას ყოფილი პრეზიდენტები ჯოზეფ ბლატერი და მიშელ პლატინი შვეიცარიის სასამართლომ გაამართლა.
ყოფილი მაღალჩინოსნები თაღლითობაში, დოკუმენტების გაყალბებაში, ასევე ფულის გაფლანგვაში და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში არიან ბრალდებულები.
საქმე მიშელ პლატინისთვის საკონსულტაციო მომსახურებისთვის 2.08 მილიონი დოლარის გადახდას ეხებოდა, რომელიც მან ბლატერის ბრძანების საფუძველზე მიიღო. ბრალდების მხარე ვარაუდობდა, რომ პლატინიმ ამ მომსახურებაში თანხა მანამდე მიიღო, შესაბამისად ეს კორუფცია იყო.
შვეიცარიის ფედერალურმა სისხლის სამართლის სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, რომელიც ყოფილ ხელმძღვანელებს 1 წლითა და 8 თვით პირობითი თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა.
ბლატერი და პლატინი უეფას და ფიფას 2015 წლამდე ხელმძღვანელობდნენ, როდესაც კორუფციული სკანდალის გამო იძულებულები იყვნენ თანამდებობები დაეტოვებინათ.