სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია.
ფაშინიანს მოსკოვის აეროპორტში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო და საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იგორ ბოგდაშევი დახვდნენ.
სომხეთის პრემიერი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დღეს კრემლში შეხვდება.
ფაშინიანის ოფიციალური ვიზიტი ორი დღე გაგრძელდება.