25.11.2024

სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდა მოკლეს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში ახალგაზრდებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანება მიაყენეს.

ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა დაჭრილი ქარელის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა დაშავებული საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით არის დაწყებული.

თვითმხილველთა თქმით, გარდაცვლილი ახალგაზრდა ჩხუბში მონაწილე სხვა პირების გაშველებას ცდილობდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img