22.11.2024

სოზარ სუბარი – „გორბის“ მიერ დასმულმა კითხვამ მეც ყური მომჭრა, თუმცა პასუხი ყველა იმ კითხვას უნდა გაეცეს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს!

„გორბის“ მიერ დასმულმა კითხვამ მეც ყური მომჭრა, თუმცა პასუხი ყველა იმ კითხვას უნდა გაეცეს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს! – კითხვაზე პასუხი იმდენად მკაფიო იყო, რომ ყველა უხერხულობასა და ყურის მოჭრას გადაწონის – მადლობა მინდა ვუთხრა კითხვის დამსმელს, რადგან ხალხის აზრი გავიგეთ, – ასეთი შეფასება გააკეთა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოზარ სუბარმა საზოგადოებრივი აზრის კვლების ფარგლებში “გორბის მიერ დასმულ კითხვაზე: – “თუ დასავლეთი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას მოსთხოვს, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“.

როგორც სუბარმა აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობას ომი, 90-იანი წლები კარგად ახსოვს და ამის გამეორება არავის უნდა. მისივე თქმით, მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რადგან საქართველოს დიდი აგრესიისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევის ძალა არა აქვს.

“როგორც ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, ასევე უკრაინელი პოლიტიკოსებისა და მაღალი თანამდებობის პირებისგან, არა ერთი ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი პოლიტიკოსის და პოლიტოლოგის მხრიდან მოვისმინეთ პირდაპირი მოწოდებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ. ასეთი იყო ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის ტოომას ილვესის განცხადება. მეტ-ნაკლები სიმკვეთრით მსგავსი განცხადებები გაკეთდა აშშ-ს ყოფილი ელჩის იან კელის, დევიდ კრამერის, მეთიუ ბრაიზას მიერ. მესმის, რომ ისინი გადაწყვეტილების მიმღები პირები არ არიან, მაგრამ გარკვეულ საზოგადოებრივ აზრს ქმნიან. როდესაც “გორბის“ კვლევაში გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა უნდა, შეიძლება სწორედ ამ ადამიანების მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდებოდეს.

ასეთ ფონზე საქართველოში აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის განცხადებას მივესალმები. ძალიან კარგი განცხადება იყო. მან იგივე აზრი არაერთხელ გამოთქვა, რომ აშშ საქართველოში მხარს უჭერს მშვიდობასა და უსაფრთხოებას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img