25.11.2024

სოზარ სუბარი – კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და „შალვას ფანჩატურიდან“ გამოვიდნენ

ძალიან კარგია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტთან კონსულტაციებს მართავენ და შალვას ფანჩატურიდან გამოვიდნენ,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც სუბარმა აღნიშნა, პრეზიდენტი უმრავლესობას არ დაეთანხმა კანონის დაჩქარებული წესით მიღების აუცილებლობაში, თუმცა გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები აბსოლუტურად დემოკრატიულია.

„სალომე ზურაბიშვილი არის დამოუკიდებელი და მას ეს არაერთხელ დაუდასტურებია. გუშინ რამდენიმე შეხვედრა გაიმართა, რომელთაგანაც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“ შეეხებოდა მხოლოდ ორი. ეს იყო შინაგან საქმეთა მინისტრთან და უმრავლესობის წევრებთან. ორივე შემთხვევაში ჩვენი მიზანი იყო აგვეხსნა, რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილებები. პრეზიდენტი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ამ გადაწყვეტილებების დაჩქარებული წესით მიღება იყო სწორი და სამართლიანი და ამაზე მან გაგვაკრიტიკა. ეს ის თემაა, რასაც შეიძლება დავეთანხმოთ,მაგრამ სრულად გაიზიარა ხედვა, რომ ეს ცვლილებები არის აბსოლუტურად დემოკრატიული, აბსოლუტურად ჯდება სტანდარტში და არის საჭირო, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები განმეორებითი გამოხტომებისგან, დასაცავი სუბიექტები შეიძლება იყვნენ რიგითი მქალაქეებიც და პოლიციელებიც. ეს ცვლილებები არის გაცილებით ლიბერალური, ვიდრე ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობაც კი, რომელიც დემოკრატიულ ქვეყანებში არსებობს“,- განაცხადა სუბარმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img