26.11.2024

სოზარ სუბარი სააკაშვილზე – 6 წელი საკმარისი დროა, რომ პროტესტის მრავალფეროვანი ფორმა მოიგონოს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრის სოზარ სუბარის განცხადებით, 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ სააკაშვილმა ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს და განახორციელოს.

„შეუძლია საინიციატივო ჯგუფი შეკრას, დააკანონონ ინიციატივები. როგორც გავიგე, პროტესტის რაღაც ახალ ფორმებს იგონებს. 6 წელი საკმარისი დროა იმისთვის, რომ ძალიან მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს და განახორციელოს. თუმცა, კიდევ არის რამდენიმე საქმე, რომელიც არ ვიცით როგორ დამთავრდება. შეიძლება 6 წელი, 6 წელი არ იყოს და იყოს მეტი“, – განაცხადა სუბარმა.

რაც შეეხება სააკაშვილთან მნახველების შესვლას, სუბარმა განაცხადა, რომ „ორი თვის განმავლობაში სააკაშვილთან უფრო მეტი მნახველი იყო, ვიდრე მისი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ერთად აღებული ყველა პატიმართან“.

„პროტესტის ფორმებს ვიმეორებ, რომ 6 წელი საკმარისი დროა, რომ მრავალფეროვანი პროტესტის ფორმები მოიგონოს, ან გაიზიაროს ის გამოცდილება, რომელიც ციხეებში საკმარისად არსებობს. მერე მორიგი გამარჯვებები იზეიმონ ხოლმე თუ სადმე გადაიყვანენ ერთი დაწესებულებიდან მეორეში“, – განაცხადა სუბარმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img