გამოცემა Sportico-ს ინფორმაციით, რუს ჩოგბურთელებს უიმბლდონში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.
ტურნირში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მსოფლიოს მეორე ჩოგანი დანიილ მედვედევი და მსოფლიოს მერვე ჩოგანი ანდრეი რუბლევი.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჩოგბურთელი ომის წინააღმდეგ გამოვიდა, მათ პირდაპირ არ დაუგმიათ რუსეთის შეჭრა უკრაინაში.
ომის დაწყებიდან მეორე დღეს ანდრეი რუბლევმა დუბაიში გამართულ ტურნირზე კამერის ობიექტივზე დაწერა ფრაზა No war, please. ასევე, დანიილ მედვედევმა იმავე დღეს მექსიკაში ტურნირის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: “მე მშვიდობის მომხრე ვარ”.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსი და ბელარუსი სპორტსმენების ოფიციალური ჩახსნა ტურნირიდან, შესაძლოა მომავალ კვირას გამოცხადდეს.