23.11.2024

სტელა კირიაკიდესი – ევროკავშირის ქვეყნებში პანდემიასთან დაკავშირებული მდგომარეობა უარესდება

„ბევრ ევროპულ ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაცია უარესდება, რამდენადაც იზრდება კოვიდ 19-ით ინფიცირების რიცხვი, ჰოსპიტალიზებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა“, – ამის შესახებ ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიაკიდესმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ სულ უფრო საგანგაშო გარემოებების მოწმენი ვხდებით. ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ 19 ქვეყანა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის შესახებ იტყობინება, ევროკავშირის წევრი 15 ქვეყანა აცხადებს, რომ გაიზარდა ჰოსპიტალიზებულთა და რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფთა რიცხვი, ხოლო 8 წევრი ქვეყანა სიკვდილიანობის რიცხვის ზრდის შესახებ აცხადებს. რა თქმა უნდა, სიტუაცია შემაშფოთებელია, რადგან ბოლო კვირების განმავლობაში ვირუსის ახალი ვარიანტების რიცხვმა იმატა. „ბრიტანული ვარიანტი“ ახლა დომინანტური შტამია, რომელიც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში ცირკულირებს“, – განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, ამის საპასუხოდ, კომისიამ განაცხადა, რომ იგი ამკაცრებს ევროკავშირში დამზადებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ექსპორტის წესებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img