22.09.2024
- Advertisement -spot_img

სტეფანჩუკი – 13-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, ხელი მოაწერა განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერის რუსლან სტეფანჩუკის განცხადებით, დღეს 13-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. ხელმომწერ ქვეყანათა შორის საქართველოც არის.

„დღეს ჩეხეთმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, საფრანგეთმა, საქართველომ, გერმანიამ, ირლანდიამ, ლატვიამ, ლიეტუვამ, ნიდერლანდებმა, შვედეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას უკრაინის საჰაერო თავდაცვის განახლების გადაუდებელ აუცილებლობაზე. გულწრფელად მადლობელი ვართ უკრაინის მხარდაჭერისთვის ამ გამოწვევებით სავსე დროს“, – წერს სტეფანჩუკი სოციალურ ქსელ twitter-ზე.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საპარლამენტო არჩევნების წინ: პოლიტიკური პარტიების დაპირისპირებები და მათი გავლენა საზოგადოებრივ განწყობაზე

ეს დაპირისპირებები და პარტიების აგრესიული რიტორიკა პირდაპირ ახდენს გავლენას საზოგადოებრივ განწყობაზე საქართველოში საპარლამენტო არჩევნები სულ უფრო ახლოვდება, რაც ქვეყნის პოლიტიკურ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img