ახალქალაქსა და მიმდებარე სოფლებში წუხელ მოსულმა სეტყვამ და წვიმამ ხეხილი, ნათესები და ნარგავები დააზიანა.
ზიანი მიადგა რამდენიმე ავტომობილსა და ინფრასტრუქტურასაც. ახალქალაქის მერის მელქონ მაკარიანის თქმით, დასეტყვილი სოფლებიდან ზარალის შესახებ ინფორმაციას ჯერ კიდევ იღებენ.
მისივე განმარტებით, ყველაზე მეტად ახალქალაქი დაზიანდა. სპეციალურად შექმნილი კომისია ზარალს სწავლობს და საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივი ხელისუფლება შესაბამისი სტრუქტურებისგან დახმარებას მოითხოვს.