ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაურია. ეპარქიიდან პოლიციას სასულიერო პირები ძალის გამოყენებით გაჰყავს. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, ადგილზე იმყოფებიან სასულიერო პირების მხარდამჭერები და მრევლის გარკვეული ნაწილი.
„მამაოები ლოცულობდნენ, დილის ლოცვებს კითხულობდნენ, ჩოხოსნები შემოვიდნენ მეუფე სტეფანესთან ერთად, სპეცრაზმი მოჰყვა ქუთაისიდან, მარტვილიდან და ყველა ერთად გაერთიანებული. გაყარეს მამაოები, შემოცვივდნენ ჩოხოსნები კელიებში, ძალის გამოყენებით დააკავეს მამაო, მამა ბასილიც. მათი წარმომადგენლები ახლა კელიებში სხედან. ჩოოხსონები ვართო და ვინ არიან არავინ იცის“, – აცხადებს სასულიერო პირი.
შეგახსენებთ,, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილ სასულიერო პირებს მონასტერში ყოფნის ვადა გუშინ ამოეწურათ.
როგორც ბერ-მონაზვნები აცხადებენ, მათ წასასვლელი არსად აქვთ, რის გამოც ეპარქიიდან წასვლას არ აპირებდნენ.
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ 15-მდე სასულიერო პირს მღვდელმსახურება რამდენიმე თვის წინ აუკრძალა და მონასტრიდან განკვეთა