22.11.2024

ტედროს ადანომ გებრეისუსი – სახიფათოა ვარაუდი, რომ “ომიკრონი” ბოლო ვარიანტია და პანდემიის დასასრულში ვართ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ “ომიკრონი” ბოლო ვარიანტი იქნება, რადგან ჯერჯერობით იდეალური პირობები არსებობს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტები კიდევ გამოვლინდეს.

“სხვადასხვა სცენარი არსებობს, როგორ შეიძლება პანდემია განვითარდეს და აქტიური ფაზა დასრულდეს, მაგრამ სახიფათოა იმის ვარაუდი, რომ ომიკრონი ბოლო ვარიანტია და პანდემიის დასასრულში ვართ. საპირისპიროდ, გლობალურად ახალი ვარიანტების გამოვლენისთვის პირობები იდეალური რჩება.” – თქვა გებრეისუსმა.

ჯანმოს დირექტორმა ასევე, აღნიშნა, რომ 2022 წელს შესაძლებელია იმის მიღწევა, რომ Covid-19 აღარ წარმოადგენდეს ისეთივე მწვავე საფრთხეს მსოფლიოს ჯანდაცვისთვის.  გებრეისუსის თქმით, ამისთვის საჭიროა ჯანმოს მიერ დასახული ისეთი მიზნების მიღწევა, როგორიცაა 2022 წლის შუა პერიოდამდე თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 70%-ის აცრა, ყურადღების გამახვილება რისკჯგუფებზე, ტესტირების და ახალი ვარიანტების გამოვლენის ტექნოლოგიების გაუმჯობესება.

ჯანმოს დირექტორი ამბობს, რომ უახლოეს მომავალში Covid-თან ერთად ვიცხოვრებთ და უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუმკლავდეთ მას. 

“თუმცა Covid-თან თანაცხოვრების სწავლა არ ნიშნავს, რომ ვირუსს თავისუფლება მივცეთ. არ შეიძლება, რომ კვირაში 50 000 ადამიანი ეწირებოდეს ავადმყოფობას, რომლის თავიდან აცილება და მკურნალობა შესაძლებელია.” – თქვა  გებრეისუსმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img