22.11.2024

ტედროს ადჰანომ გებრეისუსი – არსებობს კორონავირუსის უფრო საშიში შტამის საფრთხე, ვიდრე “დელტაა”

არსებობს კორონავირუსის უფრო საშიში შტამის საფრთხე, ვიდრე “დელტაა”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა ტოკიოში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 138-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა

“რაც უფრო ფართოა ვირუსის გავრცელება, მით უფრო მეტი ვარიანტი გამოჩნდება, რომლის პოტენციალი კიდევ უფრო საშიში გახდება, ვიდრე “დელტა” ვარიანტი, რომელიც ახლა ამდენ ზიანს აყენებს. რაც უფრო მეტი ვარიანტია, მით მეტია შანსი, რინ ერთ-ერთი ვაქცინიდან დასხლეტას შეძლებს და ჩვენ თავში დავბრუნდებით”, – განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა აღნიშნა, რომ მას ხშირად ეკითხებიან – როდის დასრულდება პანდემია.

”მართლაც, კოვიდმა და პანდემიამ მრავალი კითხვა დაგვიყენეს. პანდემია არის განსაცდელი, და მსოფლიო მას ვერ უმკლავდება”, – განაცხადა მან.

გებრეისუსის თქმით, მისი გამოსვლის დროს COVID-19–ით ასი ადამიანი დაიღუპება და 8 აგვისტოს ოლიმპიური ცეცხლის ჩაქრობის დროს მთელ მსოფლიოში კორონავირუსით 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპება.

მისი აზრით, მომავალი წლის შუა რიცხვებში თითოეული ქვეყნის მოსახლეობის 70% -ის ვაქცინაცია არა მხოლოდ შეაჩერებს კორონავირუსის პანდემიას, არამედ გლობალური ეკონომიკის განახლების შესაძლებლობასაც მისცემს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img