22.11.2024

თალაკვაძე სააკაშვილზე – კანონმდებლობა არ იცნობს პრინციპს, რომ ადაპტაციური პრობლემებისა და სტრესის დროს პატიმარი გათავისუფლდეს, ან გადავიდეს სხვა ქვეყანაში კურორტზე, თუ საავადმყოფოში

„ანორექსია არის ფსიქიატრიული აშლილობა, ფსიქიატრიული რეგისტრის დაავადებაა და შესაბამისად, მაინტერესებს, ეს არის დასმული დიაგნოზი, თუ ეს არის ვარაუდი, რომ სააკაშვილს შესაძლოა, აქვს ანორექსია“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისი თქმით, სახალხო დამცველის ჯგუფის ნებისმიერი დასკვნა და მოსაზრება, კანონით და სამედიცინო წესებით, ითვლება მეორე, ანუ ალტერნატიულ სამედიცინო მოსაზრებად.

„ეს ვერ ჩაითვლება მაინცდამაინც სახელმძღვანელოდ იმ ექიმებისთვის და სისტემისთვის, რომელიც პირველ რიგში პასუხისმგებელი გახლავთ მკურნალობაზე და პირველ რიგში პასუხისმგებელი გახლავთ პატიმრის ჯანმრთელობაზე.

ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტული, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუბარი, რა დიაგნოზები აქვს, რა მკურნალობები სჭირდება და თუ ეს მკურნალობები სჭირდება, რატომ ამბობს უარს, ხოლო თუ უარს არ ამბობს, მაშინ ესეც უნდა ვიცოდეთ. იმიტომ, რომ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი არგუმენტი, რატომ არ შეიძლება მისი საქართველოში მკურნალობა; რომელი პროფილის ექიმია და რა მკურნალობაა ასეთი საჭირო, რომელიც ამ შემთხვევაში არ შეიძლება, სააკაშვილს მივაწოდოთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, სააკაშვილთან, როგორც პაციენტთან მიმართებაში, არავითარი გარჩევა არ არსებობს და მასთან არის თანასწორი მიდგომა, როგორც სხვა პაციენტებთან და ადაპტაციური პრობლემები აქვს პატიმრების თუ მეტს არა, 80%-ს, ვინც საპატიმროში პირველად შედის.

„პირდაპირ გეუბნებით, არც პოლიტიკოსები და არც სახელმწიფო მას არ აყენებს არათანაბარ პირობებში. სამედიცინო თვალსაზრისით რაც ეკუთვნის, ის მიეწოდება, იქნება მიწოდებული და იყო შეთავაზებული წარსულში.

როცა ხდება თავისუფლების აღკვეთა. ისინი შორდებიან სოციუმს, ოჯახებს და ეზღუდებათ ბევრი უფლება, რაც ადამიანებს თავისუფლებაზე აქვთ. ადაპტაციური პრობლემები და სტრესი აქვს ყველა პატიმარს, ვინც სასჯელაღსრულების სისტემაში შედის, მაგრამ კანონმდებლობა და კონსტიტუცია არ იცნობს ასეთ პრინციპს, რომ რადგან ადამიანს ადაპტაციური პრობლემები აქვს და ციხეში ყოფნა უჭირს, ის უნდა გათავისუფლდეს, ან გადავიდეს სხვა ქვეყანაში კურორტზე, თუ რამე საავადმყოფოში. სხვათა შორის, ასეთი რამ არც ევროპულ კანონმდებლობაში არ არსებობს. ამაზე საუბარი უბრალოდ, ნონსენსია. დაცინვაა ამაზე საუბარი“, – განაცხადა თალაკვაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img