თალიბებმა ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე აიღეს. ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ კი ავღანეთის დედაქალაქი ქაბული დატოვა და ტაჯიკეთში გადავიდა.
დაჯგუფება „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქს ალყა შემოარტყა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.