ეპიდემიის მაღალი გავრცელების ხელშემწყობია მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულებისას განაცხადა, სადაც ეპიდვითარება შეაფასა.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, გარდაცვალების მაჩვენებელი ინფიცირების მაჩვენებლის კლებასთან ერთად შემცირდება. ამასთან, გარდაცვალების პროპორცია 1.4%-ის ფარგლებში რჩება.
„დღეს მთავარი არის ის, რომ როგორღაც მოვახერხოთ ეპიდემიის გავრცელების შეკავება. ბუნებრივია, ეპიდემიის ამგვარი მაღალი გავრცელების ხელშემწყობი მობილობის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, თუნდაც მიმდინარე აქციების პროცესი, ყველას გვესმის, რომ ამას ხელს უწყობს.
ძალიან საყურადღებოა დღევანდელ პირობებში ამ მიმართულებითაც ვიფიქროთ, ვაქცინაციის პროგრამა რაც შეიძლება გააქტიურდეს. ის ინტერვალი, რაც არის დაწესებული აცრებს შორის, დავიცვათ. მოქალაქეების აქტიურობა მნიშვნელოვანია“, – აღნიშნავს გაბუნია.