24.11.2024

თამარ გაბუნია – კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფშია

აქტიური შემთხვევების რაოდენობა 57 000-ს აღწევს, რაც გამოწვეულია ბოლო პერიოდში შემთხვევების მატებით. დღეს დაფიქსირდა 7000-ზე მეტი შემთხვევა, რაც გარკვეულწილად არის შაბათ-კვირის განმავლობაში ნაკლები ტესტირებით გამოწვეული სამშაბათის ეფექტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების დიდი ნაწილი არის შედარებით ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფში.

„აღსანიშნავია, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად არ აღინიშნება ზეწოლის მატება ჰოსპიტალურ სექტორზე, სადაც რჩება 4431 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში 281, ხოლო ინტენსიურ თერაპიას იტარებს 1083 პაციენტი. 4000-ზე მეტი საწოლი არის თავისუფალი და ჰოსპიტალურ სექტორს პაციენტების მიღების შესაძლებლობა აქვს. კვირის ბოლომდე მოქმედ 62 ონლაინ კლინიკას კიდევ 40 დაემატება და მოსახლეობისთვის იოლი იქნება ოჯახის ექიმთან დაკავშირება და მათგან რჩევის მიღება“, – განაცხადა გაბუნიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img