ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას აფასებს და ამბობს, რომ შემთხვევების რაოდენობით გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდს და სიტუაცია საკმაოდ რთულია.
“ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ რთულია, გასული კვირის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობა იყო თითქმის სტაბილურად 3 000-მდე, რაც, ბუნებრივია, ქმნის სერიოზულ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. ჰოსპიტალური სექტორი მაქსიმალურადაა მობილიზებული, ყოველდღიურად დამატებითი საწოლფონდი ერთვება.
შემთხვევების რაოდენობით ჩვენ გავუთანაბრდით ნოემბერ-დეკემბრის პიკის პერიოდში არსებულ აქტიურ შემთხვევებს. პრაქტიკულად, ჩვენ კოვიდკლინიკად გადავაკეთეთ ყველა ის კლინიკა, რომელიც პანდემიის პროცესში თავიდანვე იყო მიმღები კოვიდპაციენტების.” – ამბობს თამარ გაბუნია.