პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას შეფასებით, პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღება პირველი ნაბიჯი იყო პოლარიზაციის შესამცირებლად.
როგორც მან საახალწლო მიღების დასრულებისას განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. შერიგების პროცესი სალომე ზურაბიშვილის სურვილით იხსნება.
“პირველ რიგში, ვეცდები გადმოვცე ის, რაც თქვა პრეზიდენტმა. მისი ეს მიღება იყო სწორედ პირველი ნაბიჯი იმასთან დაკავშირებით, რომ დაიწყოს მუშაობა პოლარიზაციის შესამცირებლად. ამ თვალსაზრისით, ის ხედავს, რომ პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. მათ შორის თქვა, რომ შერიგებაც კი არ არის წინაპირობა. მთავარია შევძლოთ ერთად დადგომა, ამაზე მეტს ის დღეს ვერ იტყოდა, დანარჩენი ვნახოთ. მთავარი და მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მისი სურვილით იხსნება“,-აღნიშნავს კორძაია.