დეპუტატი თამარ კორძაია კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის დღევანდელ ქმედებებს – “მთავარი არხის” ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს ეხმაურება და ამბობს, რომ არ ვიმსახურებთ ასეთ უკულტურო კულტურის მინისტრს.
“ძალზედ სევდიანია ის რასაც ვუყურებთ, იმიტომ. რომ არ ვიმსახურებთ ამ ქვეყანაში უკულტურო კულტურის მინისტრს. მე არ ვიცი ქვეყანა, სადაც ასეთი კულტურის მინისტრი ჰყავთ. არადა, ეს სამინისტრო ისევ იმიტომ შეიქმნა, რომ ქალბატონი თეა დაესაქმებინათ მინისტრის რანგში, მაგრამ სამწუხაროდ, იმდენად არ აქვს იდეები, იმდენად არ ესმის რა არის კულტურა, რომ ვერაფერს აკეთებს და თავის წარმოჩენის ერთადერთ გზად სწორედ ეს დაინახა – ძალადობა ჟურნალისტებზე.” – აცხადებს კორძაია.