25.11.2024

თამარ კორძაიამ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

ბოიკოტის შემდეგ ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა. მე სადაც ვიყავი იქ ვარ, „რესპუბლიკურ პარტიაში”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ.

როგორც თამარ კორძაიამ ხელმოწერის შემდეგ განაცხადა, ბრძოლის გაგრძელების საშუალება უკვე პარლამენტის ტრიბუნის გამოყენებაა.

„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის საელჩოს, ამერიკის საელჩოს, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ურყევად დგანან ჩვენს გვერდზე იმისათვის, რომ საქართველო დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. სწორედ ამიტომ მოვედი მე და მოვაწერე ხელი, რომ ჩემი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორების მიმართ და ასევე მინდა ვთქვა, რომ ყველაზე კარგი, რაც ხდება დღეს პოლიტიკაში არის ის, რომ ოპოზიცია მთლიანად იქნება პარლამენტში წარმოდგენილი და ოპოზიცია გააგრძელებს ერთობლივ ბრძოლას „ქართული ოცნების” ხელისუფლების წინააღმდეგ და ასევე, ბრძოლას ამ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმების გადატარებლად.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველო – ახალი პარლამენტი, ლეგიტიმაციის კრიზისი და დემოკრატიის ჩიხი

საქართველო-დემოკრატიის ჩიხი დღეს, 25 ნოემბერს საქართველოს XI მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა იმართება, თუმცა ეს მოვლენა არაერთი საკვანძო საკითხით, კრიტიკითა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img