„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა. აფეთქების პრევენცია მეზობლების მიერ კომპანიაში დროულად განხორციელებული შეტყობინების წყალობით მოხერხდა.
„ცხელ ხაზზე დაგვიკავშირდნენ მეზობლები და განაცხადეს, რომ კორპუსში გაზის სუნი იყო. გამოძახებაზე მისულმა 114-ის სწრაფი რეაგირების სამსახურის ბიჭებმა სპეციალური ტექნიკით შეამოწმეს გაზის დანადგარები და შიდა ქსელი.
ბინაში მცხოვრებ ორ ხანდაზმულს გაზქურის ონკანი დარჩა ღია მდგომარეობაში. რომ არა მეზობლების დროული რეაგირება, კორპუსი აფეთქდებოდა და დადგებოდა ფატალური შედეგი!
სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად შეამოწმეთ გაზქურა და გაზის გამათბობელი! ნუ შეუქმნით საფრთხეს საკუთარ და მეზობლების სიცოცხლეს“, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.