22.11.2024

“თბილისი ენერჯი” მარცხენა სანაპიროზე აღდგენით სამუშაოებს იწყებს

გაცნობებთ, რომ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ჩხეიძის ქ. 10-ის მიმდებარედ 24 იანვარს, 23:00 საათზე, “თბილისი ენერჯი”, ავარიულად დაზიანებული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, 25 იანვრის დილის 8 საათამდე.

„კომპანია ბოდიშს გიხდით მძღოლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია “თბილისი ენერჯის” ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img