თბილისში, გიორგი სააკაძის ქუჩაზე, 41 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით ფეხის არეშია დაჭრილი. ამ წუთებში მას კლინიკაში სამედიცინო მკურნალობა უტარდება.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით დაიწყო.