სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ნახევარ ტონამდე გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღეს. მათივე ცნობით, საწარმო დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, დალუქული ხორცი კი განადგურდება.
სეს-ის ინფორმაციით, ხორცისა და ხორცპროდუქტების გადამამუშავებელი კუსტარულად მოწყობილი საწარმო ლილოს დასახლებაში, იგორ ტყემელაძის 14 ა ნომერში გამოავლინეს.
“საწარმოში გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ნახევარ ტონამდე ხორცი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა, კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, ეტიკეტირების წესის დარღვევა, ბიზნესოპერატორი ფუნქციონირებდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშეც.
სახეობრივი კვლევის მიზნით (ცხენისა და ვირის იდენტიფიკაცია), აღებულია ნიმუშები, რომლებიც ლაბორატორიული კვლევისთვის გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში”. – ვკითხულობთ განცხადებაში.