თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშები გადმოვარდნენ. ერთ-ერთი მუშა გარდაიცვალა. ქირურგიის ეროვნულ ცენტრის ექიმის განცხადებით, 45 წლის მამაკაცს კლინიკაში შეყვანამდე გული ჰქონდა გაჩერებული, მიუხედავად ამისა ექიმებმა მას რეანიმატოლოგიური დახმარება გაუწიეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება მეორე მამაკაცს, ის ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.