თბილისში, “პინეოს” კლინიკაში, ოთხი ტყუპი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლინიკამ გამოაქვეყნა.
“დღეს ჩვენს კლინიკაში განსაკუთრებული დღეა. ახალგაზრდა წყვილი 4 შვილის მშობელი ერთდროულად გახდა. ოპერაციამ ჩაიარა წარმატებით, დედა თავს კარგად გრძნობს. მნიშვნელოვანია, რომ ორსულობა გახლდათ ბუნებრივი გზით მიღებული”, – წერია კლინიკის ოფიციალურ გვერდზე.