თბილისში, ყოფილმა ქმარმა მეუღლე სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი უკვე დააკავა.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ მდგომარეობაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.