21.11.2024

თბილისში უცნაური სიმბოლოების ავტორი მიხაილ ვრონსკი – “10 000-ლარიანი ჯარიმა დამეკისრა”

თბილისის სხვადასხვა შენობაზე გაკეთებული უცნაური სტენსილების ავტორი მიხაილ ვრონსკი ამბობს, რომ საქალაქო სასამართლომ 10 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

მისი თქმით, პროკურატურა თავდაპირველად 6-დან 12 წლამდე პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოგვიანებით მისთვის ჯარიმის დაკისრება გადაწყდა.

“დღეს წამოვიღე პასპორტი პოლიციის განყოფილებიდან, სადაც ჩემი საბუთი 2 თვის განმავლობაში ინახებოდა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მე ღამღამობით ვხატავდი კატას, რომელსაც ჰქვია შიშა. რამდენიმე თვის განმავლობაში მოვხატე თითქმის მთელი თბილისი. ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში ფორსირებულად დაიწყეს პოსტების წერა, რომ ვიღაც რუსი ტოვებს მინიშნებებს სახლებზე, დაიწყეს იმის წერა, რომ ეს რუსული არტილერიის ნიშნებია. 6 საათის განმავლობაში ჩემს სახლში მიმდინარეობდა ჩხრეკა, რათა ეპოვათ რაიმე კავშირი რუსულ არმიასთან. ტელეფონი და კომპიუტერი შემიმოწმეს ექსპერტიზაზე. მოგვიანებით ქალაქში გამოჩნდა ჩემი მიმბაძველი, ისიც დააკავეს მაშინ. რამდენიმე კვირა პოლიციაში დავყავდი, ნახევარსაათიანი სასამართლო პროცესის შედეგად ამეკრძალა საქართველოში ხატვა”, – წერს ვრონსკი.


- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img