საქართველოს ყოფილი ელჩი საფრანგეთში, თეა კატუკია აცხადებს, რომ მის მიერ თანამდებობის დატოვება “მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის სურვილი იყო” და რომ მას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში “ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას” უთხრეს.
“საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ორი თვის წინ, ძალიან მოკლე სატელეფონო საუბრისას მკაფიოდ განმიმარტეს, რომ ჩემგან ელჩის ფუნქციის დატოვების მოლოდინი წარმოადგენდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პრემიერის სურვილს”. – ამბობს თეა კატუკია.
თეა კატუკიამ თანამდებობიდან წასვლის შესახებ 1-ლ ივლისს განაცხადა და მიზეზად ზეწოლა დაასახელა. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ თეა კატუკიამ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მოვალეობების სათანადოდ შესრულება.