23.11.2024

თეა წულუკიანი – შერიგების იდეა კეთილშობილურია, თუმცა რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი

„შერიგების იდეა კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა ვირჩევ, რომ დავაკვირდე პროცესს“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა  პრემიერ-მინისტრის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შერიგების პროცესი ძალიან რთული იქნება. 

„ვფიქრობ, რომ შერიგების იდეა, თავისთავად, კეთილშობილური ინიციატივაა, თუმცა მე ვირჩევ, რომ დავაკვირდე ჯერ პროცესს, იმიტომ, რომ ძალიან რთულად წარმომიდგენია ამ პროცესის შედეგი, რა შეიძლება იყოს. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტმა თავად ბრძანა, შერიგება ვერ იქნება პროცესის დასაწყისი, ეს უნდა იყოს, იდეალურ შემთხვევაში, პროცესის შედეგი. ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესი და იმის მიხედვით შემდეგ შევძლებთ უკვე საფუძვლიანი კომენტარების გაკეთებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. 

ჟურნალისტის კითხვას, ელოდება თუ არა იმას რომ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი? თეა წულუკიანმა უპასუხა, რომ „რა თქმა უნდა არა, პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება იქნება დიდი შეცდომა“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img