22.11.2024

თენგიზ ცერცვაძე – ლევან რატიანი წარმატებული ექიმია და ქვეყანას იქ უფრო სჭირდება – მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი

ლევან რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როდესაც ვთქვი, რომ მინისტრობისთვის მზად არ არის, ვიგულისხმე ის, რომ წარმატებული ექიმია და ქვეყანას დღეს უფრო სჭირდება იქ, სადაც არის. ამ ეტაპზე, მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ცერცვაძის თქმით, არჩილ თალაკვაძე ძალიან გამოცდილი კადრია, კარგად ფლობს მედიცინაში თანამედროვე მიმართულებებს და ახასიათებს ინოვაციური მიდგომებისადმი ნიჭი.

„მე ზუსტად არ ვიცი ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატად ვინ განიხილება. მე არ ვმონაწილეობ ამ კონსულტაციებში. თქვენ ბრძანეთ ლევან რატიანი და არჩლ თალაკვაძე. ორივე შესანიშნავი კანდიდატურაა. ლევან რატიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ როდესაც ვთქვი, რომ მინისტრობისთვის მზად არ არის, ვიგულისხმე ის, რომ წარმატებული ექიმია და ქვეყანას დღეს უფრო სჭირდება იქ, სადაც არის. კორონავირუსთან მუშაობის ძალიან სერიოზული სეგმენტი უჭირავს, ძალიან ახალგაზრდაა, მინისტრობაც და ყველაფერიც წინ აქვს. ის ძალიან კარგი კანდიდატურაა, ჩემი მეგობარია.

ამ ეტაპზე, მე რომ ვაკეთებდე არჩევანს, არჩილ თალაკვაძის სასარგებლოდ გავაკეთებდი. არჩილს ბევრი ღირსება აქვს. ძალიან გამოცდილია, ფაქტობრივად, ნამუშევარია როგორც სამინისტროებში, ისე პარლამენტში ხელმძღვანელ სამუშაოებზე. ის კარგად ფლობს მედიცინაში თანამედროვე მიმართულებებს. მისთვის დამახასიათებელია ინოვაციური მიდგომებისადმი ნიჭი, თავის დროზე C ჰეპატიტის ელიმინაციის წარმატებულ პროგრამას სტიმული მისცა მისმა ინოვაციამ, როდესაც საპატიმროებში დაამუშავა პროგრამა და დანერგა C ჰეპატიტის მკურნალობის უფასო პროგრამა. ეს კი შემდგომში გადაიზარდა გრანდიოზულ პროგრამაში, რომელმაც 75 ათასი კაცი განკურნა. არჩილს ძალიან ბევრი თვისება აქვს, რომელიც ვფიქრობ, დღევანდელ რთულ პერიოდში ძალიან გამოადგება. თუ ძალოვან სტრუქტურებს არ ჩავთვლით, ძალიან მნიშვნელოვანი სამინისტროა, განსაკუთრებით პანდემიის დროს.

თქვენი კითხვის საპასუხოდ აღვნიშნავ, რომ მას გულწრფელად ვუჭერ მხარს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვფიქრობ, ის იქნება მინისტრი. მე არ მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია“, – აღნიშნავს ცერცვაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img