22.11.2024

თენგიზ ცერცვაძე – ყოველი 100 კოვიდ-ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში

ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, კოვიდინფიცირების შემთხვევებით და ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა, რაც იმას მიუთითებს, რომ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვლილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში.

“ყოველი 100 კოვიდ – ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში , – ამის შესახებ განცხადებას თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.

თენგიზ ცერცვაძის სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ განცხადებას “ვებგაზეთი” უცვლელად გთავაზობთ:

„მე 22 ნოემბერს გამოვაქვეყნე პოსტი, რომელშიც ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით აღვნიშნავდი, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფთა შორის გარდაცვალების პროცენტი (ე.წ. CFR), რაც COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითად მაჩვენებელად ითვლება, საქართველოში ბევრ ქვეყანაზე უფრო დაბალია. იმავე დღეს TV Formula -მ ასევე ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც „საქართველო კორონავირუსით გარდაცვალების დინამიკით მსოფლიოში პირველ ადგილზე“.

ამაზე ბ-ნი ზურაბ გურული სრულიად სამართლიანად სვამს კითხვას „მე მაინც გადავამოწმებდი ბ-ნ თენგიზთან, რაღაცაში იქნება საქმე“.

გმადლობთ ბატონო ზურაბ. საქმე შემდეგშია:

TV Formula -ს გამოქვეყნებული ინფორმაცია სწორია და მე თვითონ ჩემს პოსტში პირველივე გვერდზე მკაფიოდ მაქვს მითითებული, რომ საქართველო ბოლო პერიოდში ახალი COVID შემთხვევების და შესაბამისად გარდაცვლილთა რაოდენობით ნამდვილად არის მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ). მაგრამ აქვე მივუთითებ, რომ ეს არამც და არამც არ ხდება მედიკამენტების არქონის და/ან არასათანადო კლინიკური მართვის გამო, არამედ განპირობებულია სულ სხვა მიზეზებით, კერძოდ: COVID ახალი შემთხვევების და აქტიური შემთხვევების ძალიან დიდი რაოდენობით, რაც თავის მხრივ განპირობებულია ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვით, პირბადეების ძალიან დაბალი მოხმარებით და პერმანენტული, ძალიან ხალმხრავალი პოლიტიკურად მოტივირებული აქციებით. ასე რომ, ჩემი პოსტი არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის TV Formula -ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციასთან. სხვა საქმეა, რომ ჩემი პოსტის შემდეგ ნაწილში მე ასევე მკაფიოდ და ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით მივუთითებ, რომ ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი (ე.წ. CFR), რომელიც არის COVID-ის კლინიკური მართვის ხარისხის ძირითადი ინდიკატორი, საქართველოში, ვაქცინაციით ძალიან დაბალი მოცვის პირობებშიც კი, მაინც უფრო დაბალია, ვიდრე აშშ-ში და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი 100 COVID ავადმყოფიდან საქართველოში უფრო მეტი ავადმყოფის გადარჩენა ხერხდება, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში.

ანუ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ – COVID ახალი შემთხვევების და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობით საქართველო ნამდვილად არის მსოფლიოში პირველ ან ერთ-ერთ პირველ ადგილზე (გააჩნია დროის რა მონაკვეთს ავიღებთ), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ზოგადად COVID პანდემიის მხრივ ქვეყანაში ძალიან სერიოზული მდგომარეობაა, მაგრამ ამავე დროს ყველა დადასტურებულ COVID ავადმყოფებს შორის გარდაცვალილთა პროცენტული რიცხვი საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში, რაც ცალსახად ნიშნავს, რომ COVID-ის კლინიკური მართვა (და არა ზოგადად პანდემიის მართვა) ქვეყანაში კარგად – მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ხდება, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს თვითდამშვიდების საფუძველი და სასიცოცხლოდ აუცილებელია უმოკლეს პერიოდში ვაქცინაციით მოცვის მკვეთრი გაზრდა, პირბადეების ტარება და პერმანენტული ხალხმრავალი შეკრებების (როგორც სოციალური, ისე პოლიტიკური მოტივებით) შეწყვეტა”, – წერს ცერცვაძე.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img