ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე, მაღალი მობილობის გამო, ადამიანებს სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში, რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, ფასდაკლების დღესთან დაკავშირებით ყოველთვის შეინიშნება მობილობის მომატება.
„მთელ მსოფლიოში, დღევანდელი დღე ფასდაკლების დღედაა ცნობილი. შესაბამისად, აღინიშნება მობილობის მომატება. მოსახლეობა მკაცრად უნდა გავაფრთხილო, რომ გააორმაგოს რეგულაციების დაცვა. კერძოდ, ამ კონკრეტულ შემთხვევებში, პირბადეების ტარება. არცერთი ადამიანი არ უნდა იქნეს დაშვებული, არცერთ სავაჭრო ობიექტში პირბადის გარეშე“, – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.