თეთრი სახლის განმარტებით, ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს არ მოუთხოვია რუსეთში ხელისუფლების ცვლილება.
“პრეზიდენტი საუბრობდა, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს უფლება განახორციელოს ძალაუფლება მეზობლებსა და რეგიონზე. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან ქვეყანაში რეჟიმის შეცვლას”. – თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.
26 მარტს ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან მომავალ საფრთხეებზე ისაუბრა და განაცხადა – “ღვთის გულისთვის, ეს ადამიანი ვერ დარჩება ხელისუფლებაში”.