24.11.2024

თინა ხიდაშელი – დასავლეთმა პუტინს ყველაფერი გამოაცალა, რაზედაც მისი რეჟიმი დგას

„დღესაც არ ჩანს ომის შეჩერების რაიმე ეფექტური მექანიზმი, თუმცა უკრაინა ამ უზარმაზარ გამოწვევას უმკლავდება“, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა რუსეთ-უკრაინის ომსა და ამ თვალსაზრისით დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

თინა ხიდაშელის თქმით, დასავლეთმა პუტინს ყველაფერი გამოაცალა, რაზედაც მისი რეჟიმი დგას., თმცა, მისთვის აბსოლუტურად გასაგებია ნატოს უარი უკრაინის თავზე ცის დახურვასთან დაკავშირებით, რადგან ეს ომში ჩართვას ნიშნავს.

„უკრაინა დგას ძალიან გმირულად, უმკლავდება ამ უზარმაზარ გამოწვევას და სამწუხაროდ იმიტომ რომ დღესაც არ ჩანს რაიმე ეფექტური მექანიზმი, რომელიც ომს შეაჩერებს. პრაქტიკულად ყველაფერი გამოაცალა დასავლეთმა პუტინს რაზედაც იდგა მისი რეჟიმი, მაგრამ სამწუხაროდ ეს ხელს არ უწყობს ყველაზე მთავარს, იმას რომ ადამიანები აღარ იღუპებოდნენ, ქალაქები არ იბომბებოდეს.

მაინც მინდა მჯეროდეს და ბოლო წუთამდე არ მტოვებს იმედი იმის შესახებ, რომ ეს ომი ასე ვერ გაგრძელდება. აუცილებლად იქნება ის მომენტი, როდესაც მათ შორის სამხედრო ძალითაც პუტინს შეაჩერებენ უკრაინის მოკავშირეები.

მესმის, რომ ეს არის რთული გადაწყვეტილება. აბსოლუტურად გასაგებია ცის დაკეტვაზე ნატოს უარი, გასაგებია მიზეზები, ვინაიდან ეს იქნება პირდაპირ ომში ჩართვა, მაგრამ ამასობაში იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ვუყურებ რა მთელ მსოფლიოს, ევროპაში განსაკუთრებით, ქალაქებს სადაც 100 ათასობით ადამიანი გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად, ეს მთავრობები საკუთარი მოსახლეობის ზეწოლად დიდი ხანი ვერ გაუძლებენ.

ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და არაფერში არ წერია გერმანიის კანცლერის განცხადებები, რასაც ბოლო 2 დღის განმავლობაში ვისმენთ. იმიტომ რომ ყველაფერი, რომ დავიყვანოთ დოლარის ექვივალენტზე, 50 დოლარით ნავთობის გაძვირებაზე ჩამოკიდა მან უკრაინის ბედი. ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია და დიდი იმედი მაქვს, რომ განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატები არ დაუშვებს იმას, რომ როგორც ეს 2008 წელს მოხდა, გერმანიის ბერლინის სცენარით წარიმართოს მოვლენები“, – აცხადებს თინა ხიდაშელი.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img