23.11.2024

თინა ხიდაშელი – პრაქტიკული თვალსაზრისით შედეგის მომტანი იქნება ოკუპაციის შესახებ კანონის რეალური ამოქმედება

სანქციებს შევუერთდებით თუ არა, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, რამაც შეიძლება შედეგი მოგვიტანოს, ეს არის ჩვენი ოკუპაციის კანონის რეალურად ამოქმედება ამის შესახებ ჟურნალისტებთან არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, როცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დოკუმენტის პრეამბულაში საუბარია, რომ არ შესრულდა მინსკის შეთანხმება და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებას რომ ოდნავ მცდელობა ჰქონოდა, შეიძლებოდა იქვე გაჩენილიყო ფრაზაც – “დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება.

„ჩემთვის ორი ასპექტია მნიშვნელოვანი, ნოემბრიდან მოყოლებული, ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა, რომ ამ დოკუმენტებში, რომელიც უკრაინასთან დაკავშირებით იქნებოდა მიღებული, საქართველოს შესახებაც გაჩენილიყო ამბავი. როცა სანქციების დოკუმენტს პრეამბულაში ერთვის ჩანაწერი, რომ ეს სანქციები წესდება, რადგან არ შესრულდა მინსკის შეთანხმება, დარღვეულია მშვიდობის პირობები და ა.შ. აქვე აუცილებლად შეიძლებოდა გაჩენილიყო ფრაზა საქართველოზე – დარღვეულია 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება. ეს იყო სრულიად შესაძლებელი, საქართველოს ხელისუფლებას რომ ოდნავ ადეკვატური მცდელობა ჰქონოდა, სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. ჩვენი ამოცანა ახლა უნდა იყოს 2008 წლის ხელშეკრულების დარღვევის შესახებ დასავლეთის მუდმივი ბომბარდირება, რომ საქართველოც მოხვდეს მათი დაცვის ქვეშ. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ მას შევუერთდებით თუ არა, პრაქტიკული თვალსაზრისით, ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. თუმცა, პრაქტიკული თვალსაზრისით, რამაც შეიძლება შედეგი მოგვიტანოს, ეს არის ჩვენი ოკუპაციის კანონის რეალურად ამოქმედება და მაგალითად ის, რომ თავდაცვის სამინისტროს „ბილაინთან“ ხელშეკრულების გაფორმების ალბათობა არ უნდა უდგებოდეს და ამით პირდაპირ არ უნდა ჯდებოდეს კგბ-ს არხებზე. ოკუპაციის კანონი გვაქვს დიდი ხანია, ის გაუმჯობესდა ბოლო წლებში და ეს არ უნდა დავუკარგოთ ხელისუფლებას, მაგრამ ახლა უნდა შევასრულოთ ეს კანონი, რაც ერთგვარი სანქციაც იქნება, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ოკუპანტი ქვეყნის ბიზნესი დიდს ვერაფერს გააკეთებს,”- განაცხადა ხიდაშელმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img