არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეას” დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში კორონავირუსზე მკურნალობდა სახლში გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხიდაშელი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” ავრცელებს.
“დღეს სახლში გამომწერეს. ვიცი ბევრს გაგიხარდებათ ეს კარგი ამბავი. (დათო უკვე ერთი კვირაა გამოწერეს!) მართალია სახლშიც ჯერ ისევ აპარატზე უნდა ვიყო მაგრამ სახლში ვარ, ვმჯობინდები და ალბათ 3-4 კვირაში დაგიბრუნდებით! დღეს კი უბრალოდ მადლობა! არავინ, წამით არ იფიქროთ, რომ ამ უდიდეს სითბოს და სიყვარულს ძალა არ აქვს. სრულიად პირდაპირი ძალა აქვს გაძლების, შეძლების და გამძლეობისთვის!#მადლობა” – წერს ხიდაშელი ფეისბუქზე.