22.11.2024

თუ პუტინი ომს მოიგებს, შესაძლოა შემდეგი სამიზნე, მეზობელი ქვეყნები გახდნენ – იენს სტოლტენბერგი

NATO-ს გენერალური მდივნის, იენ სტოლტენბერგის თქმით, თუ პუტინი უკრაინაში ომს მოიგებს, შესაძლოა მისი შემდეგი სამიზნე, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ.

“ჩვენი მორალური პასუხისმგებლობაა, მხარი დავუჭიროთ უკრაინას. უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, სადაც 40 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც გაუმართლებელი აგრესიისა და ომის სამიზნედ იქცნენ. ჩვენ ვხედავთ ომის დანაშაულებს, სამოქალაქო პირებზე თავდასხმებს და ისეთ ნგრევას, როგორიც მეორე მსოფლიო ომი შემდეგ არ გვინახავს. ჩვენ გულგრილნი ვერ ვიქნებით. ჩვენს საერთო ინტერესებშია, რომ პუტინმა წარმატებას ვერ მიაღწიოს საკუთარ ამბიციებში უკრაინის მიმართ. სამყარო, სადაც პუტინი მიიღებს სასურველ შედეგს სამხედრო ძალის გამოყენებით, გახდება უფრო სახიფათო ჩვენთვის. თუ რუსეთი ამ ომში გაიმარჯვებს, პუტინი მიიღებს დასტურს, რომ ძალადობა მუშაობს. ამ შემთხვევაში კი შეიძლება რუსეთის მეზობელი ქვეყნები გახდნენ, მომდევნო სამიზნეები”. – თქვა სტოლტენბერგმა.

ამასთან, ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ NATO-ს ერთ-ერთი მიზანია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი არ გაფართოვდეს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img