22.11.2024

თურქეთიდან შემოტანილი წამლები საქართველოში სექტემბრიდან გაძვირდება – ფარმაცევტული კომპანიები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ იაფი წამლების პროგრამას ჩავარდა ემუქრება – თურქული მედკიკამენტები ისევ ძვირდება.

წამლების გაძვირების მიზეზი თურქეთში ადგილობრივი წარმოების წამლებზე ფასის 35 პროცენტიანი ზრდაა, რაც ავტომატურად საქართველოში იმპორტირებულ მედიკამენტებზეც იმოქმედებს.

ფარმაცევტული კომპანიები ამბობენ, რომ თურქეთიდან შემოტანილი წამლები ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით სექტემბრის მეორე ნახევრაში გაძვირდება. ფასის ზრდა კი დაახლოებით 20%-დან 40%-მდე იქნება.

ფარმაცევტული კომპანიების თქმით, ჯერჯერობით გარკვეული მარაგი აქვთ და ერთი თვე თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების იგივე ფასად გაყიდვას ისევ შეძლებენ.

გაძვირდა 30%-მდე დაახლოებით, როგორც აანონსებენ ეს გაძვირება თურქეთში არ იქნება ერთჯერადი სახის. ეს გამოიწვევს რა თქმა უნდა ქსელშიც გაძვირებას და მომხმარებელს გაუძვირდება, ჩემი ვარაუდით, სულ მცირე 20%-ით მაინც“. – ამბობს კომპანია „იმპექსის“ წარმომადგენელი.

თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, მედიკამენტებზე ფასები კიდევ ერთხელ გადაიხედება და არ არის გამორიცხული, რომ წლის ბოლოს იაფ მედიკამენტებზე ფასი კიდევ უფრო გაიზარდოს და მოსახლეობას მასში კიდევ უფრო ძვირის გადახდა მოუწიოს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img