IPN
თურქეთში რუსულმა სახანძრო-სამაშველო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. როგორც რუსული მედია წერს, ეკიპაჟის ვერცერთი წევრი ვერ გადარჩა. ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა – 5 რუსი სამხედრო მოსამსახურე და თურქეთის 3 მოქალაქე.
„ბე-200“-ის ტიპის თვითმფრინავი ქალაქ ადანასთან ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავმა ხანძრის ჩაქრობის დავალება შეასრულა და სანამ დაჯდებოდა, კატასტროფა განიცადა.
მომხდარის გამოძიების მიზნით კატასტროფის ადგილზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კომისია გაემგზავრა.