ინტერპრესნიუსი თურქულ მედიაზე დაყრდნობით წერს რომ სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსებს ორი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ. დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა და დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო. ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე